Mobile World Congress მობილური ტექნოლოგიების უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ბარსელონაში ტარდება.
თუმცა როგორც ჩანს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის საშიშროების გამო 2020 წლის გამოფენაზე პრეზენტაციების რაოდენობა შემცირდება.
ცნობილია, რომ საკუთარი პრეზენტაციები MWC 2020-ის ფარგლებში უკვე გააუქმეს ჩინურმა ZTE-მ და კორეულმა LG-მ.
ZTE-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიას არ სურს ადამიანებს უხერხულობა შეუქმნას მათი წარმომავლობის გამო. კიდევ ერთ მიზეზად ZTE ეპიდემიის ლოკალიზების გართულებას ასახელებს.
LG საკუთარ შოუს, რომელზეც ფლაგმანური LG V60 ThinQ და G9 ThinQ იქნება წარმოდგენილი კომპანიის სამშობლოში, სამხრეთ კორეაში გამართავს.