როდის შეიქმნა ინტერნეტი
ინტერნეტი (Internet – Interconnected Network – ურთიერთდაკავშირებული ქსელი) მის შექმნას საფუძვლად პოლიტიკური სარჩული უდევს. 1947 წელს, რუსეთის მიერ გაშვებული თანამგზავრის საპასუხოდ, აშშ-მა შექმნა მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტო (Advanced Research Projects Agency), ცნობილი, როგორც ARPA. სწორედ ამ უკანასკნელმა ჩაუყარა საფუძველი პირველ ქსელს, ARPANET-ს.
პირველი სიჩქარე
1985 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ (National Science Foundation – NSF) შექმნა 56 ᲙᲑ/ᲬᲛ სიჩქარის მქონე ქსელი, რომელსაც იყენებდნენ კომპიუტერები სახელად „Fuzzballs“. მიმდინარე წელს NSF-მა დაასპონსორა მაღალსიჩქარიანი 1.5 ᲛᲑ/ᲬᲛ მქონე ქსელი, რომელიც შემდგომ გახდა NSFNet.
ინტერნეტის თეორიული სიჩქარე
აჟამად ინტერნეტის თეორიული სიჩქარე 20 ᲒᲑ/ᲬᲛ-ს აღწევს, რაც ახალი, მე-5 თაობის მობილური ქსელის დამსახურებაა. 5G არის ახალი გლობალური უკაბელო სტანდარტი 1G, 2G, 3G და 4G ქსელების შემდეგ, რომელიც შექმნილია თითქმის ყველასა და ყველაფრის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, მათ შორისაა მანქანები, ობიექტები და სხვადასხვა მოწყობილობები.
ინტერნეტის რეალური სიჩქარე
Speedtest®-ს თანახმად, მსოფლიოში ინტერნეტის რეალური სიჩქარე ამ ეტაპზე 260.74 ᲛᲑ/ᲬᲛ-ია.
ინტერნეტის სიჩქარე ქვეყნების მიხედვით
Speedtest®-ს 2021 წლის ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში ფიქსირებული ინტერნეტის, ყველაზე მაღალი სიჩქარე მონაკოში, 260.74 ᲛᲑ/ᲬᲛ-ით ფიქსირდება. მას მოსდევს სინგაპური 252.6 ᲛᲑ/ᲬᲛ სიჩქარით, მესამე ადგილზეა ჰონგ-კონგი 248.9 ᲛᲑ/ᲬᲛ-ით. რუმინეთში 220.6 ᲛᲑ/ᲬᲛ-ია. ხუთეულის ბოლო ადგილს დანია 127.1 ᲛᲑ/ᲬᲛ-ით იკავებს.
საქართველო მოცემულ სიაში 114 ადგილზეა, აქ ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის მაქსიმუმი 27.9 ᲛᲑ/ᲬᲛ-ია, რაც მონაკოსთან შედარებით, დაახლოებით 9-ჯერ ნელია.
ყველაზე ნელი ფიქსირებული ინტერნეტის ხუთეულშია თურქმენეთი 4.5, იემენი 6.1, კუბა 6.8, სუდანი 8.2 და ალჟირი 8.4 ᲛᲑ/ᲬᲛ სიჩქარით.
ფიქსირებული ინტერნეტის ყველაზე ნელი სიჩქარით, ბოლო ადგილზე მყოფი თურქმენეთი, თითქმის 58-ჯერ ჩამორჩება მონაკოს.
მობილური ინტერნეტის შემთხევაში მონაცემები განსხვავებულია. აქ ყველაზე სწრაფი ინტერნეტით არაბთა გაერთიანებული საამიროები ლიდერობს, სიჩქარე 193.5 ᲛᲑ/ᲬᲛ-ია. მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა 180.4 ᲛᲑ/ᲬᲛ სიჩქარით. მესამე ადგილს 172.7 ᲛᲑ/ᲬᲛ-ით ყატარი იკავებს. მეოთხე და მეხუთე ადგილზეა ნორვეგია და კვიპროსი 167.6 და 161.8 ᲛᲑ/ᲬᲛ-ით.
საქართველო მობილური ინტერნეტის სისწრაფით 61-ე ადგილზეა. მისი სისრაფე 40.5 ᲛᲑ/ᲬᲛ-მდე აღწევს. ჩვენთან, მონაკოსთან შედარებით, მობილური ინტერნეტი თითქმის 5-ჯერ ნელია.
ყველაზე ნელი მობილური ინტენეტის ლიდერია ავღანეთი, აღნიშნულ ქვეყანაში, ინტერნეტის მაქსიმალური სისწრაფე 7.3 ᲛᲑ/ᲬᲛ ფიქსირდება. მას მოსდევს ვენესუელა 8, ბანგლადეში 12.4, ზიმბაბვე 12.6 და სუდანი 12.8 ᲛᲑ/ᲬᲛ სიჩქარით.
სტატია მომზადებულია კომპანია OOKLA®-ს Speedtest-ის მონაცემებზე დაყრდნობით.