პლასტმასი, საკუთარი სტრუქტურით საკმაოდ მდგრადია ქიმიური რეაქციების მიმართ. ეს ერთ-ერთია იმ მიზეზთა შორის, რის გამოც იგი ფართოდაა მსოფლიოში გავრცელებული და აქტიურად გამოიყენება, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების შესანახად. მის პრაქტიკულობასთან ერთად იგი რთულად გადასამუშავებელია, რაც დედამიწაზე დაბინძურების სერიოზულ პრობლემას ქმნის. მაგალითისთის, პლასტმასის თერმული გადამუშავებისთვის საჭიროა 300-დან 900 გრადუსამდე ცელსიუსით, რაზეც დიდი ენერგორესურსი იხარჯება.
ახალი კვლევის შედეგად, იაპონელმა მეცნიერებმა მიაგნეს კატალიზატორს, რომელსაც პლასტმასის დაშლა უფრო დაბალი ტემპერატურის პირობებშიც შეუძლია. როგორც აღმოჩნდა, რუთენიუმისა და ცერიუმის დიოქსიდის გაერთიანება ქმნის კატალიზატორს, რომელსაც პოლიოფინის პლასტმასის გადამუშავება ცელსიუსით 200 გრადუსზეც შეუძლია.
“ჩვენი მიდგომა, მეტალზე დაფუძნებულ კატალიზატორებთან შედარებით, უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია პოლიეთილენის ცელოფნები და პლასტმასისგან დამზადებული სხვა ნარჩენები სასარგებლო ქიმიურ ნივთიერებად ვაქციოთ”, — წერენ კვლევის ავტორები, მასაძუმი ტამურა და კეიტი ტომიშიგე.
მკვლევრების განცხადებით, მათ დაახლოებით პლასტმასის ნარჩენების 92% გადაამუშავეს, რომელთა 77% თხევად საწვავად, ხოლო 15% ცვილად აქციეს.