კორპორაცია მაიკროსოფტმა, ვირტუალური კომპიუტერების ახალი პლატფორმა, Windows 365 საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა. ახალი პლატფორმა წარმოადგენს ე.წ ღრუბლოვანი კომპიუტერების სერვისს, რომელებიც Windows 10-ზე ან Windows 11-ზე იმუშავებენ. ორგანიზაციისთვის ეს კიდევ ერთი საშუალებაა საკუთარი ჰიბრიდული სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ღრუბლოვანი კომპიუტერი საშუალებას იძლევა თქვენი კომპიუტერი მუდმივად თქვენთან ერთად იყოს, მიუხედავად იმისა საიდან და რომელი მოწყობილობიდან იმუშავებთ.
გასულ თვეში, მაიკროსოფტმა ერთ-ერთი ღრუბლოვანი პერსონალური კომპიუტერის ტარიფი გამოაქვეყნა — $31-ად თვეში თქვენ მიიღებთ ორ CPU-ს, 4 გბ-იან ოპერატიულ და 128 შიდა მეხსიერებას. ახლა კი დროა ყველა შესაძლო კონფიგურაცის ფასი გავიგოთ. შეთავაზებები იყოფა კატეგორიებად Business (300 სამუშაო ადგილამდე) და Enterprise (უფრო მსხვილი კლიენტებისთვის). ამასთანავე, ყველაზე მინიმალური კონფიგურაციის (2 ვირტუალური CPU, 2 გბ RAM და 64 გბ შიდა მეხსიერება) ფასი თვეში $20-ს შეადგენს.
თითოეულ მომხმარებელზე, Business და Enterprise კატეგორიებში ფასები Cloud PC-ზე იდენტურია, თუმცა Business-ში ტარიფი კონფიგურაციაზე ორად იყოფა. ფასები ორივე კატეგორიაში ერთნაირი რჩება, თუ Windows Hybrid Benefit-ის უპირატესობას გამოვიყენებთ. ფაქტობრივად, საუბარია Windows 10 Pro ვერსიაზე, რომელზეც იმუშავებს ღრუბლოვანი პერსონალური კომპიუტერი. ზუსტად ასეთ შემთხვევაში გაიზრდება აღნიშნული კონფიგურაციის ფასი 4$-ით და ჯამში 20$-ს შეადგენს.
მაიკროსოფტის განცხადებით, Windows 365 Enterprise-ის მიღება შესაძლებელია არსებული Microsoft 365 ლიცენზიების ფარგლებში. შესაბამისი ლიცენზიების მქონე მომხმარებელს Windows 10 Enterprise და Microsoft Endpoint Manager-ის გამოყენება Windows 365 Enterprise-ის ფარგლებში დამატებითი ლიცენზიის შეძენის გარეშე შეუძლია.
ყველაზე ძვირადღირებული Cloud PC-ის ფასი $158-ს შეადგენს. იგი შედგება 8 ვირტუალური CPU-სგან, აქვს 32 გბ RAM და 512 გბ შიდა მეხსიერების სახით. რა თქმა უნდა, ამავე კონფიგურაციის რეალური კომპიუტერის შეძენა ბევრად ძვირი დაგვიჯდება. გარდა ამისა, ვირტუალური კომპიუტერის გამოყენებისას ჩვენ არ დაგვეხარჯება დრო და რესურსები მის რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებაში, იგი ვერ გაფუჭდება, მას ვერ მოიპარავენ და ა.შ. იმ შემთხვევებში, როცა თანამშრომელი სახლიდან მუშაობს, მისთვის აღარ იქნება საჭირო დამატებითი მძლავრი ფიზიკური კომპიუტერის გამოყოფა — საკმარისი იქნება მან გაიაროს ავტორიზაცია საკუთარ Cloud PC-ში.
რამდენიმე სატარიფო გეგმისთვის, რომელთა ღირებულებაც $31-$61-მდე მერყეობს, ხელმისაწვდომია 2-თვიანი უფასო სატესტო პერიოდი.
ფასებთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებული უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს Windows365.com