ამერიკელმა მეცნიერებმა, ქოლდ სპრინგ ჰარბორის არაკომერციული ლაბორატორიიდან, Oxford Nanopore-ის სპეციალისტებთან თანამშრომლობით შექმნეს მსოფლიოში პირველი პორტატული მოწყობილობა, რომელსაც გენომის გაშიფვრა და მისი ანალიზი შეუძლია. დნმ-ის პირადი ანალიზატორი მარტივად უკავშირდება თქვენს სმარტფონს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, რათა საჭირო მონაცემების გაგზავნა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მარტივად იყოს შესაძლებელი.
ეს არის მსოფლიოში პირველი კომპაქტური მოწყობილობა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომენტში გაშიფროს ამა თუ იმ ცოცხალი არსებისა თუ მცენარის დნმ.
დნმ-ის პორტატული სეკვენატორის მფოლბელს ჯიბეში ფაქტობრივად მთელი გენეტიკური ლაბორატორია ეტევა.
სეკვენატორის მობილური აპლიკაცია iGenomics წამკითხველიდან მონაცემების შეგროვებას უზრუნველყოფს. პორტატული მოწყობილობა ჯერ-ჯერობით მხოლოდ მკვლევრებისთის არის ხელმისაწვდომი, რომლებიც საველე პირობებში იკვლევენ ამა თუ იმ ცოცხალი არსების, ადამიანური რასის თუ მცენარის დნმ-ს.
მოწყობილობის ავტორების მტკიცებით, მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგია წუთებში შიფრავს ვირუსების დნმ-ს. გარდა ამისა, მოწყობილობას ვირუსების მუტაციის გამოვლენაც კი შეუძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რაც ეპიდემიებთან ბრძოლისა და წინასწარი შეტყობინების საშუალებას გვაძლევს.
iGenomics-ის აპლიკაცია ღია კოდის სახით ხელმისაწვდომია GitHub-ზე.