რამდენიმე ინსაიდერული ანაწყობის შემდეგ Microsoft-მა Windows 10-ის სტაბილური May 2019 Update (1903)-სთვის განკუთვნილი განახლება გამოუშვა.
შესწორებების და გაუმჯობესებების სია ასე გამოიყურება:
Windows 10 1903 | KB 4512941 | 18362.329 | განახლების ხელით გადმოწერა.
- გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც გარკვეულ თამაშებში არ მუშაობდა სივრცული ხმა (Spatial Audio).
- გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც სენსორულ ეკრანზე ტექსტის ველზე გადასვლისას კურსორი იკარგებოდა.
- გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც მხარდაჭერის არმქონე აპლიკაციების სახელწოდება Start-ის მენიუში შემდეგ ფორმატში ჩანდა — ms-resource:AppName/Text.
- გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც გარკვეული ვებ-საიტებიდან Microsoft Edge-ში დაცული მედიაკონტენტის გადმოწერა შეუძლებელი იყო.
- გაუმჯობესებულია Win32-პროგრამების თავსებადობა Windows Mixed Reality-სთან სამუშაოდ.