კომპანია Google-მა ახალი, გაუმჯობესებული საძიებო ალგორითმის გამოყენება დაიწყო, რომელიც უკეთ გაიგებს მოთხოვნის შინაარსს.
ამის შესახებ Google-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
ახალ ალგორითმს BERT (Bidirectional Encoder Representations from Transformers) ეწოდება.
BERT-ი აანალიზებს დამხმარე სიტყვებს, წინადადებებს, მათ ცალკეულ ნაწილებსა და სიტყვათა შეთანხმებას, რის შედეგადაც ალგორითმს თქვენი მოთხოვნის სრულად „გააზრება“ შეუძლია. შედარებისთვის აქამდე Google მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს აღიქვამდა და არა წინადადებას.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ BERT-ი „ბოლო 5 წლის უდიდესი მიღწევაა“.