მეცნიერებმა, ღრმა ოკეანეში ტექტონიკური ფილების გადაადგილება შეამჩნიეს.
ახალი კვლევის მიხედვით, ატლანტის ოკეანზე იზრდება და ერთმანეთს უფრო აშორებს ამერიკას ერთი მხრიდან, ევროპასა და აფრიკას მეორე მხრიდან. ამის შესახებ LiveScience წერს.
მეცნიერების თქმით, დედამიწის მანტიის სიღრმეში განვითარებული პროცესი აწვება ტექტონიკურ ფილებს, მოზაიკის იმ ნაწილებს, რომელბიც დედამიწის ქერქს ქმნის. ასეთი ფილები, მათ შორის ატლანტის ოკეანის ქვეშ გვხვდება.
აქამდე ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ კონტინეტები, ოკეანის ქვეშ ფილების შეჯახების დროს იზრდებოდნენ, თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს დასკვნა სრულ სურათს ვერ ქმნის.
კვლევა 2016 წელს დაიწყო. მკვლევართა ჯგუფმა ატლანტის ოკეანის ყველაზე ფართო მონაკვეთი გამოიკვლია, რომელიც სამხრეთ ამერიკასა და აფრიკას შორის მდებარეობს.
საქმე იმაშია, რომ ოკეაენს ამ მონაკვეთში გეოლოგიურად მნიშვნელოვანი ადგილი, შუაატლანტიკური ქედი იმალება. იგი ატლანტის ოკეანის ფსკერის უდიდესი მთის სისტემის ერთ-ერთი ნაწილია, რომლის სიგრძე 16 093 კმ-ს შეადგენს. ამ ადგილას ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ფილები ევრაზიისა და აფრიკის ფილებს, ყოველწლიურად 4 სანტიმეტრით შორდება და ატლანტის ოკეანის ფართობს ზრდის.
მკვლევართა გუნდი ამ კვლევისთვის სეისმომეტრებს იყენებდა. ერთი წლის განმავლობაში, სეისმომეტრები მიწისძვრების ვიბრაციას აფიქსირებდნენ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ფიქსირდებოდა და დედამიწის მანტიას გადიოდა, რომლის სიღრმე დაახლოებით 2900 კმ-ს აღწევს.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი აღმოჩენები გეოლოგიურ პროცესებთან ერთად მალე დედამიწის რუკასაც შეცვლის. დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ, დედამიწის 70ვე კონტინენტი ერთიან სუპერკონტინენტ პანგეას წარმოადგენდნენ.
მილიონობით წლის განმავლობაში ფილები კონტინენტებს ერთმანეთს აშორებდნენ და ოკეანეების ახალ საზღვრებს ადგენდნენ. თუმცა, ატლანტის ოკეანის ფართობის ზრდა და წყნარი ოკეანის დაპატარავება ნელ-ნელა და შეუმჩნევლად დღევანდელ რუკების სიზუსტეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.