მაიკროსოფტი უკვე დიდიხანია, რაც Windows 10-ის ვიზუალური ნაწილის ოპტიმიზაციას ცდილობს. ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, პირველი განახლებული ვიზუალური ელემენტები უკვე გამოჩნდა Windows 10-ის უახლეს სატესტო ვერსიებში. “მცურავი” ფანჯრების მომრგვალებული კუთხეები ერთ-ერთია იმ ცვლილებათაგან, რასაც მაიკროსოფტი მომდევნო მასშტაბური სისტემური განახლებისთვის ამზადებს.
კომპანიის უმთავრესი ამოცანა ამჯერად მდგომარეობს იმაში, რომ მოიშოროს მასში არსებული მოძველებული ვიზუალური ელემენტები და ჩაანაცვლოს ისინი ახლით.
ეს და სხვა ფუნქციური თუ ვიზუალური ცვლილებები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება Windows 10 21H2 (Sun Valley) მასშტაბური განახლების გამოსვლასთან ერთად. მანამდე კი ცვლილებების შეფასების შესაძლებლობა მხოლოდ Windows Insider პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ.
გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ Windows 10 1909 ვერსიიდან მოყოლებული, ყველა შემდგომი ვერსიისთვის სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება ახალი ფუნქცია, რომელსაც კომპანიაში News and Interests დაარქვეს. ეს არის ამოცანათა პანელის ახალი შესაძლებლობა, რომლითაც შეგიძლიათ შექმნათ პერსონალიზირებული საინფორმაციო დაფა, რომელიც სწრაფად მოგაწვდით ინფორმაციას ახალი ამბების, ამინდის, საფონდო ბირჟებისა თუ კურსის ცვალებადობის შესახებ.