სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ტარებადი ელექტრონული მოწყობილობებისთვის ენერგიის ერთ-ერთ წყაროდ ოფლის გამოყენება სცადეს. მათ შექმნეს სპეციალური გაჯეტი და ფირფიტა, რომელიც ადამიანის ოფლს ენერგიის წყაროდ აქცევს.
მკვლევართა გათვლით, ოფლის ენერგიის წყაროდ გარდაქმნას უზრუნველყოფს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც 8 ელექტროქიმიური უჯრედისგან და სპეციალური ელექტროლიტული ფირისგან შედგება. მოწყობილობის ტესტირებამ აჩვენა, რომ მის მიერ შეგროვებული ენერგია საკმარისია შუქდიოდის გასანათებლად.
ექსპერიმენტის განმავლობაში მკვლევრები დამუხტვის მაჩვენებლის გაუმჯობესებას აპირებენ, რათა ამ გამოგონების სრული პოტენციალი წარმოაჩინონ.
რაც შეეხება სპეციალურ ფირს, იგი ტარებადი ელექტრონული მოწყობილობის პროცესორის გაგრილების ფუნქციასაც შეითავსებს. მკვლევართა მტკიცებით, იგი 6-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობს და 15-ჯერ უფრო მეტ ოფლს ითვისებს, ვიდრე დღეისთვის არსებული სხვა გამოგონებები.
ფირი კობალტის ქლორიდისგან და ეთანოლამინისგან შედგება. მკვლევრებმა აღნიშნული ფირი სპორტულ ფეხსაცმელში მოათავსეს. ოფლის ათვისებასთან ერთად ფირი ლურჯი ფერიდან წითელ ფერს იღებს, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რამდენი ოფლი იქცა ენერგიად.